лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно

25 წლის ქალს საოპერაციოში გული გაუჩერდა მაშინ, როდესაც ექიმები უკანალზე პლასტიკურ ოპერაციას უკეთებდნენ

ორი შვილის დედა, 25 წლის ჯეიდ სტეფორდი პლასტიკური ოპერაციის მსვლელობისას კინაღამ დაიღუპა - მას გული გაუჩერდა, ეს ფაქტი კი ექიმებმა დამალეს. ჯეიდმა 3000 ფუნტი გადაიხადა აღნიშნული ოპერაციისთვის, შედეგად კი კარდაშიანივით დიდი უკანალი სურდა. პროცედურის დროს სხეულიდან ზედმეტი ცხიმი უნდა გამოედევნათ და დუნდულებში შეეშვათ.

როდესაც ჯეიდმა გაიღვიძა, საშინელ ტკივილს გრძნობდა გულის არეში. ექიმებმა მორფინი გაუკეთეს და ურჩიეს კლინიკაში ერთი კვრიდა დარჩენილიყო, თუმცა ჯიუტი პაციენტი ორ დღეში მშობლიურ ქალაქში გაფრინდა.

ამიტ სტენფორდის პრობლემა არ დასრულებულა. ის რამდენიმე დღეში მოათავსეს საავადმყოფოში არითმიისა და პნევმოთორაქსის დიაგნოზით. ადგილობრივმა ექიმებმა დაადგინეს, რომ ქალს რამდენიმე დღით ადრე გული ჰქონდა გაჩერებული და ელექტრო შოკის მეშვეობით მედიკოსებმა შეძლეს მისი ხელახლა ამუშავება, ამის შედეგად კი ჯეიდს დამწვრობა და სილურჯეები აღენიშნებოდა გულმკერდის არეში.

პლასტიკური ქირურგიის კლინიკის ექიმი კი, რომელმაც ქალს ოპერაცია გაუკეთა, აცხადებს, რომ სილურჯეები შესაძლოა მორფის მიღებამაც გამოიწვიოს. გულის გაჩერების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კი პაციენტს ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ შეატყობინებდნენ.

ახლა ჯეიდი სარჩელის შესატანად ემზადება კლინიკის წინააღმდეგ და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სხვა ექიმებისგან დოკუმენტაცია აქვს შედგენილი, სადაც წერია, რომ პაციენტზე გამოყენებული იყო ელექტრო შოკის პროცედურა.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
рейтинг новости: 
КОММЕНТИРОВАТЬ
Популярный ролик
Опрос
Оцените работу движка
Мы в соцсетях
  • Вконтакте
  • Facebook
  • Twitter
Статьи